ომი უკრაინაში ექვს თვეზე ნაკლებ დროში შეიძლება დასრულდეს – ვიქტორ ორბანი

25
spot_img

ომი უკრაინაში ექვს თვეზე ნაკლებ დროში შეიძლება დასრულდეს, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე შეიძლება თუ არა, რომ ეს საკითხი უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში მოგვარდეს, ორბანმა უპასუხა, რომ „ფიქრობს, რომ ეს უფრო ადრე მოხდება“. მისი თქმით, ახლა მშვიდობის მსურველები უფრო მეტნი არიან.

ორბანმა აღნიშნა, რომ მისი ოპტიმიზმი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციითაა განპირობებული, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი უნდა დამთავრდეს.

„თუ პრეზიდენტი ტრამპი გამოსავალს ვერ იპოვის, ეს ომი ევროკავშირისთვის შესაძლოა მეორე ავღანეთად იქცეს“, – განაცხადა ორბანმა.

ცნობისთვის, 12 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც დაახლოებით 1,5 საათს გაგრძელდა. ერთ-ერთი განსახილველი თემა სწორედ უკრაინა-რუსეთის საკითხი იყო. ტრამპი პუტინთან შეხვედრას საუდის არაბეთში გეგმავს.