ომი ჩიხშია, ამიტომ უკრაინისთვის საჭიროა თანამედროვე ტექნიკური საბრძოლო მასალები და აღჭურვილობა -ზელენსკი

36
spot_img

ამ ორი წლის განმავლობაში არასდროს მიფიქრია დანებებაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

„უკრაინა დღეს სხვანაირია, უფრო ახლოს არის ევროპასთან. დღეს უკრაინას ჰყავს ძლიერი არმია, აღჭურვილია დასავლური საშუალებებით. ჩვენ უფრო გამოცდილი ვართ. ხან ცოტა დაღლილები ვართ, ხან შეიძლება ამპარტავნები, მაგრამ ვერ მივცემთ რუსეთს გამარჯვების საშუალებას. მე უკრაინელი ვარ, მიყვარს და ვიცავ უკრაინას. ვიცი, რომ გავიმარჯვებთ. რუსეთი არ გაჩერდება, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ეს ყველაფერი. რუსეთს არ სურს მშვიდობა, მათთვის მშვიდობა დამარცხებას ნიშნავს. მათ დაიწყეს საჯაროდ თქმა, რომ არ აპირებენ გაჩერებას, რომ ჯერ არ შეუსრულებიათ თავიანთი დავალება. პუტინის მთავარი მიზანია, ჩვენ ჩამოგვერთვას დამოუკიდებლობა და უკრაინა იყოს მისი იმპერიის ნაწილი“,-განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომი ჩიხშია, ამიტომ უკრაინისთვის საჭიროა თანამედროვე ტექნიკური საბრძოლო მასალები და აღჭურვილობა.

„რაც შეეხება ადგილზე ომს, ჩიხშია, ეს ფაქტია, რადგან ტექნიკის შეფერხებები ნიშნავს შეცდომებს. ჩვენ ვიბრძვით ტერორისტებთან, რომლებსაც ჰყავთ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არმია. საბრძოლო მასალა საკმარისი არ არის, საჭიროა თანამედროვე ტექნიკური საშუალებები. საზღვაო ოპერაციამ დადებითი შედეგი გამოიღო. რუსეთმა ბევრი გემი დაკარგა და შავ ზღვაში ჩვენ მოვახერხეთ მარცვლეულის დერეფნის აშენება, ამიტომ ოპერაციის ეს პრაგმატული ნაწილი დადებითად წარიმართა“,-აღნიშნა ზელენსკიმ.