ოლიგარქის რეჟიმი 11 წლის მოსჯას მიპირებს, ვინც ჯერ კიდევ არ მიიჩნევთ ჩემს ტყვეობას პოლიტიკურ პატიმრობად, იქნებ, ახლა მაინც აღარ დახუჭოთ თვალი უსამართლობაზე -მიხეილ სააკაშვილი

73
spot_img

ოლიგარქის რეჟიმი 11 წლის მოსჯას მიპირებს. ვინც ჯერ კიდევ არ მიიჩნევთ ჩემს ტყვეობას პოლიტიკურ პატიმრობად, იქნებ ახლა მაინც აღარ დახუჭოთ თვალი უსამართლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, ვისაც ჰგონია, რომ ამ თუნდაც უსამართლო „განაჩენით“ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ანეიტრალებს, არ უნდა დაავიწყდეს, რომ ხვალ, შეიძლება, მათაც მიადგნენ.

„ოლიგარქის რეჟიმი 11 წლის მოსჯას მიპირებს დონალდ ტრამპის და სხვა ცნობილი ლიდერების საქართველოში ვიზიტების დროს გაწეული ხარჯებისთვის, ისევე როგორც პრეზიდენტ კაჩინსკის და ვაცლავ ჰაველის გასვენებაში მიტანილი გვირგვინებისთვის, ასევე ოფიციალური ღონისძიებებისთვის, პიჯაკების ყიდვისთვის.

ჰოდა, ვინც ჯერ კიდევ არ მიიჩნევს ჩემს ტყვეობას პოლიტიკურ პატიმრობად, იქნებ ახლა მაინც აღარ დახუჭოთ თვალი უსამართლობაზე, ხოლო ვისაც გგონიათ, რომ ამ თუნდაც უსამართლო „განაჩენით“ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ანეიტრალებთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ხვალ, შეიძლება, თქვენც მოგადგნენ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.