გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.
„მე არ ვფიქრობ, რომ მოწოდებები ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის ან ხანგრძლივი პაუზის შესახებ, მართებულია. საბოლოო ჯამში ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ ისრაელი ტოვებს „ჰამასს“, ხოლო „ჰამასი“ ძალებს აღიდგენს“, – აცხადებს შოლცი.
გერმანიის კანცლერი ისრაელს ჰუმანიტარული პაუზებისკენ მოუწოდებს.
„შოლცის პოზიცია ეწინააღმდეგება ბევრ არაბულ ქვეყნის ლიდერისა და თურქეთის პრეზიდენტის პოზიციას ეწინააღმდეგება. როგორც ცნობილია მომავალ კვირას ბერლინში თურქეთ-გერმანიის ლიდერებს შორის შეხვედრა უნდა შედგეს“, – წერს ისრაელის მედია.