ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციამ დე ფაქტო რეჟიმს კვლავ ულტიმატუმი წაუყენა. ამის შესახებ ტელეგრამ არხი Amra News იუწყება.
კერძოდ, სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ 2 კვირის განმავლობაში უნდა გადააყენოს მთავრობა, გააუქმოს შეთანხმება ბიჭვინთის აგარაკთან დაკავშირებით, შეამციროს ელექტროენერგიის ტარიფი, გააუქმოს სასტუმროების და აპარტამენტების სტატუსის შესახებ კანონპროექტის განხილვა.
თუ 2 კვირის განმავლობაში ბჟანიამ ოპოზიციის ამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ოპოზიცია სოხუმში საპროტესტო აქციებს გამართავს. განცხადებას ხელს აწერენ მოძრაობები „არუაა“, „აამთა“ „აფსნი“, „ანდი“ და სხვები.