ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

9
spot_img

ოკუპირებულ აფხაზეთში არალეგიტიმური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. როგორც TASS წერს, მოსკოვის დროით 15:00 საათის მონაცემებით კენჭისყრაში 60 852-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩევლების 43%-ია.

აფხაზეთის ,ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, დიმიტრი მარშანის განცხადებით, იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარებულად ჩათვლილიყო, აქტივობა 25%-ს უნდა გადასცილებოდა.

„აფხაზეთის რესპუბლიკაში არჩევნები ჩატარებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ხმა 43-მა პროცენტმა მისცა“, – ამბობს მარშანი.

„საპრეზიდენტო არჩევნებში“ გამარჯვებისთვის, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა და „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ თავმჯდომარე და ყოფილი „ეკონომიკის მინისტრი“ ადგურ არძინბა იბრძვიან.