ნუ დაველოდებით ლიდერის გამოჩენას, ჩვენვე უნდა გავხდეთ ცვლილების ლიდერი-პაატა მანჯგალაძე

4
spot_img

პასიური კოორდინაცია არაფერს შეცვლის, მხოლოდ საერთო მოქმედება მოიტანს ცვლილებას და გამარჯვებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს.

„ნუ დაველოდებით ლიდერის გამოჩენას – ჩვენვე უნდა გავხდეთ ცვლილების ლიდერი! არ დაიჯერო, რომ რეჟიმი ურღვევია! – მისი ძალა ჩვენს შიშზეა აგებული. ნუ გაჩუმდები, როცა სიმართლე იცი! – დუმილი ბოროტებას აძლიერებს. ნუ დაელოდები სხვას! – თავისუფლება თავისით არ მოვა, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ!  და ბოლოს – არ იყო მონა და ლაჩარი!

ეს არის პასუხი რიტორიკულ კითხვაზე, გვეშველება რამე? კი, თუ ამ წესებს ყველა დავიცავთ!“ , – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

პაატა მანჯგალაძის განცხადებას  „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.