ნორვეგია, უკრაინელებს ლტოლვილის სტატუსს ავტომატურად აღარ მისცემს- DW

2
spot_img

ნორვეგიის მთავრობამ გადაწყვიტა ყველა უკრაინელს ლტოლვილის სტატუსი ავტომატურად აღარ მისცეს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

ამრიგად, თავშესაფრის იმ მაძიებლების განცხადებები, რომლების ლვოვის, ვოლინის, ივანო-ფრანკოვსკის, ტერნოპოლის, როვენისა და კარპატის ოლქებიდან არიან, ინდივიდუალური წესით განიხილება.

ნორვეგიის ხელისუფლების მტკიცებით, აღნიშნული ოლქები, რომლებიც დასავლეთ უკრაინაში მდებარეობს, უსაფრთხოა და ფრონტის ხაზისგან ძალიან შორსაა.

როგორც ნორვეგიის იუსტიციის მინისტრმა ემილია ენგერ მელმა განაცხადა, მისმა ქვეყანამ, რომლის მოსახლეობა 5,6 მილიონი ადამიანია, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 85 ათასი უკრაინელი ლტოლვილად მიიღო.

მისი თქმით, ეს დამატებით ტვირთად აწვება საცხოვრებელ მეურნეობას, ჯანდაცვის სექტორს და რიგ ქალაქებში მდებარე სკოლებს. იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა შორის ჯარის ასაკის მამაკაცების რიცხვი ჭარბობს. ეს იმ ფონზე ხდება, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები ახალი ჯარისკაცების დამატებას ცდილობს, რათა რუსულ აგრესიას გაუმკლავდეს.