ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

1
spot_img

გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ და საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, დავით ბაქრაძემ.

საზეიმო მიღებაზე ქართული სიმღერები შეასრულეს სოფო ხალვაშმა და თეატრალურმა კვარტეტმა.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ესწრებოდნენ გაეროში აკრედიტებული სახელმწიფოების ელჩები, გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლები და დიპლომატები.