“ნიკა მელია იმ გუნდში არ მოიაზრება, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს” – გია ვოლსკი

139
spot_img

ნიკა მელია იმ გუნდში არ მოიაზრება, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს და სათავეში მერაბიშვილი უდგას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზენტაციაზე, „შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება“, ნიკა მელია მიწვეული არ იყო.

გია ვოლსკის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ აღარ არსებობს.

„ნაცმოძრაობა“ ჰქვია, ხუთი ნომერი აქვს მინიჭებული. ვისია ეს ხუთი ნომერი, ესეც უკვე გარკვეულია და მელია იმ გუნდში არ მოიაზრება, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს და სათავეში მერაბიშვილი უდგას. ამ თემაზე ღლიცინი უადგილოა, რადგან „ნაცმოძრაობა“ აღარ არსებობს. ფილოსოფოსთა და პოლიტოლოგთა დიდი ჯგუფია შესაკრები, რომელთაც როგორმე უნდა გაიგონ, რა უნდა მელიას ან რა თემებია, რაშიც შეიძლება დაუპირისპირდეს მეორე „ტიტანს“, ლევან ხაბეიშვილს. ორი „ტიტანის“ შეჯახება რა პერიპეტიებზე გაივლის, ეს არავინ იცის და ამაზე უნდა იყოს მსჯელობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.