ნიკა გვარამია დააკავეს

5
spot_img

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა.

ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში არ იმყოფებოდა.

ნიკა გვარამია რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში თვითონ მივიდა და საპატრულო პოლიცია გამოიძახა. სადაც მოხდა მისი დაკავება.

“ოლიგარქია უნდა დაემხოს, დიდება საქართველოს”. – თქვა გვარამიამ მას შემდეგ, რაც ხელბორკილები დაადეს.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, გვარამია გარკვეული პროცედურების გასავლელად რუსთავის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნებენ.

„გარკვეული პროცედურების გატარების მიზნით გადაიყვანენ პოლიციის დაწესებულებაში, რუსთავის სამმართველოში და შემდეგ დააბრუნებენ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში. შეასახლებენ მე-12 დაწესებულებაში“, – განაცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა.

ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. გირაოს გადახდის ვადა 7 ივნისს ამოიწურა.