ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას, ეს ქვეყანა ჩვენია, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან არ წავა.
„24 საათი ეს აქცია იდგება აქ, ვინ არის თანახმა თქვენს შორის, არ შეუშინდეს დაჭერას, არ შეუშინდეს სიცივეს, არ შეუშინდეს რუსულ რეჟიმს, რადგან ეს სამშობლო ჩვენია, მომავალი ჩვენია და ჩვენ მივდივართ ევროპაში. ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება, არც სხვა მაგისტრალებზე. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას, ეს ქვეყანა ჩვენია. ყველას დიდი ბოდიში შეწუხებისთგვის, დისკომფორტისატვის, იმისთვის, რომ ეს დღეები თავისუფლად ვერ ივლით, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთად ვაკეთებთ იმას, რომ მთელი ჩვენი ისტორია, მომავალი ჩვენი ისტორია ვიაროთ თავისუფლად ევროპისკენ.
ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, პასუხისმგემბლობა ჩვენზეა, ლიდერებზე, მაგრამ ჩვენი ძალა თქვენშია, თქვენ გარეშე არაფერი გამოსულა, არც გამოვა არასდროს, თქვენი ხმები ჩვენ გვაძლიერებს, თქვენი მოპარული ხმები ჩვენ გვავალდებულებს, რომ ეს ქვეყანა, ეს ხმები დავიბრუნოთ. ჩვენი საერთო წინაპრები და ჩვენი შვილები გვავალდებულებენ, რომ დავდგეთ და არ წავიდეთ, ვიდრე არ წავლენ „ქოცები“ ამ აქვეყნიდან. მაშ ასე, წერტილი პირველი. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ამ წელს გახსნილი მთავარი ეროვნული სიმბოლო, დღეს სამარცხვინო რექტორატის ხელში ჩავარდნილი. წერტილი პირველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვდგავართ, ვრჩებით, ველოდებით „ქოცების“ წასვლას“, – განაცხადა გვარამიამ.
საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია „დაიბრუნე ხმა“ მიმდინარეობს.