“ნაცმოძრაობისა” და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას – მამუკა მდინარაძე

18
spot_img

„ნაცმოძრაობისა“ და ნიკა გვარამიასგან იღებს დავალებებს და „ნაცმოძრაობისა“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ნათელაშვილის ფანჩატური გადაიქცა სალომეს ფანჩატურად და ძალიან სამწუხაროა, რომ თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ დავალებების მიმღებების საერთო ქვაბში იხარშება, ცოტა მძიმეა ამის თქმა, გახდა „ნაცმოძრაობისა“ და ნიკა გვარამიას თოჯინა. ადამიანი, რომელიც გუშინ რეზიდენტს ეძახდა, მისთვის დავალების მიმცემი გახდა. ანუ, დავალების მიმღებისგან იღებს დავალებას, წარმოიდგინეთ. მესამე რგოლია დავალების მიმღებთა შორის“, – აღნიშნა მდინარაძემ.