„ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობა მკაფიო წითელი ხაზი არაა და არც ერთიან საარჩევნო სიაში ყოფნას გამოვრიცხავ – ალეკო ელისაშვილი

20
spot_img

პარტია “მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მკაფიო წითელი ხაზი არაა და არც საერთო სიაზე იტყვის უარს, თუ ეს ოპოზიციას “ქართული ოცნების“ დამარცხებაში დაეხმარება.

“სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით ოპოზიციაში მიდის მსჯელობა და გადაჯგუფებები. ჩემთვის “ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა დიდი ხანია აღარ არის მკაფიო წითელი ხაზი, მე ვამბობდი, რომ არც ერთიან საარჩევნო სიაში ყოფნას გამოვრიცხავდი, უბრალოდ აწონ-დაწონა გვჭირდება, რომელი უფრო ეფექტურია “ქართული ოცნების“ დასამარცხებლად.

რაც უფრო ეფექტურად დაგვამარცხებინებს “ქართულ ოცნებას“, მე იმის მომხრე ვარ. გარკვეული დისკუსიები მიდის და სხვადასხვა ჯგუფის გამსხვილებაზეც მიდის ლაპარაკი. აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამ – ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, არ დარჩეს 5%-ანი ბარიერის მიღმა, რადგან პარტიების ხმები, რომლებიც ვერ გადალახავენ მინიმალურ ზღვარს, გადანაწილდება ძირითადად “ქართულ ოცნებაზე“, – განაცხადა ელისაშვილმა “პალიტრანიუსის“ ეთერში.