„ნაციონალური მოძრაობა”, როგორიც დღესაა, ყველაზე დიდი საჩუქარია ივანიშვილის პროპაგანდისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილის რეჟიმისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე უფრო სასურველი ოპონენტი, იმის გამო, თუ რასაც დაემსგავსა ეს პოლიტიკური ძალა – „უპრინციპო, უღირებულებო, უგონო, დიდ პოლიტიკურ ზომბს“.
„ბარამიძისგან ახალი არაფერი გაგვიგია. თუმცა კიდევ ერთი დადასტურება, შემახსენებელი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვისაც სურს პუტინისტური რეჟიმის დამარცხება და შემდეგ რაც მთავარია რეალური ცვლილებები, რომ „ნაციონალურ მოძრაობა” როგორიც ის დღესაა, ყველაზე დიდი საჩუქარია ივანიშვილის პროპაგანდისთვის“,- აცხადებს გიგა ბოკერია.