ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და განზრახ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დავით დარჩიაშვილის პოსტს გამოეხმაურა. სარჯველაძის თქმით, დარჩიაშვილის პოსტი არის ლუსტრაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც არასდროს უღიარებია საკუთარი შეცდომები.
„ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც იმავე პოზიციაზე დგას, რომ სწორი იყო გირგვლიანთან, მოლაშვილთან, შავაძესთან მიმართებაში და ა.შ. სინამდვილეში, ესენი არიან პოლიტიკოსთა ერთობლიობა, რომლებიც თვლიან, რომ შეუძლიათ, ადამიანი აწამონ, თუ ამისთვის რაიმე მიზეზი გააჩნიათ, ოღონდ აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ შავაძის შემთხვევაში არავითარი დასაყრდენი მტკიცებულება არ ჰქონიათ, რომ დააბრალონ მოღალატეობა“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:
„შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს; მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, ყორღანაშვილსაც დაიცავდა“.