ნატოში შვედეთის გაწევრიანების შემდეგ ბალტიის ზღვა ნატოს შიდა ზღვა გახდება – ლინკევიჩიუსი

10
spot_img

ნატოში შვედეთის ოფიციალური გაწევრიანების შემდეგ ბალტიის ზღვა ალიანსის შიდა ზღვა გახდება, ხოლო კალინინგრადი ნეიტრალიზებული იქნება. ამის შესახებ ლიეტუვის ელჩმა შვედეთში, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა განაცხადა, ინფორმაციას Nexta live ავრცელებს.

„აქამდე მოსკოვის ბრალდება, რომ ის ნატოს ძალებით არის გარშემორტყმული, სიცრუე იყო, მაგრამ ახლა ეს რეალური ხდება“, – განაცხადა ლინკევიჩიუსმა.

ცნობისთვის, უნგრეთის პარლამენტმა ნატოში შვედეთის გაწევრიანებას 26 თებერვალს მხარი დაუჭირა. უნგრეთი ნატოს ბოლო ქვეყანა იყო, რომელსაც აქამდე ეს გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა.