ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო მეთაურები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ

4
spot_img

ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო მეთაურები დღეს ვირტუალურ შეხვედრას მართავენ, რომლის მთავარი თემა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებია.

შეხვედრა მიზნად ისახავს იმ საკითხების გაღრმავებას, რომელიც ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის გამართულ სამიტზე განიხილეს.

როგორც ცნობილია, ტრამპის ინიციატივა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებას გულისხმობს, რომელიც ნატოს მე-5 მუხლის მსგავსია, თუმცა ალიანსის წევრობის გარეშე იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამ გეგმას ეწინააღმდეგება, ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ვლადიმირ პუტინმა გარკვეული სახის გარანტიებზე თანხმობა განაცხადა.