“ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ” – იენს სტოლტენბერგი

67
spot_img

ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.

„შეხვედრაზე ჩვენ უკრაინის პრიორიტეტული რეფორმების შესახებ რეკომენდაციებზე შევთანხმდებით, ხოლო ჩვენ ნატოში გაწევრიანების გზაზე კიევის მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, მოკავშირეები თანხმდებიან იმაზე, რომ უკრაინა მომავალში ნატოს წევრი გახდება და ხაზი გაუსვა იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც წევრი ქვეყნები უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის ფონზე უწევენ.