“ნატო-ს ყველა წევრი თანხმდება, რომ კარი ღიაა” – იენს სტოლტენბერგი

79
spot_img

ნატო-ს ყველა წევრი თანხმდება, რომ ნატო-ს კარი ღიაა, როგორც ამის დემონსტრირება მოვახერხეთ ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში, ყველა წევრი თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი და ყველა თანხმდება, რომ ალიანსის წევრების და უკრაინის გადასაწყვეტია, როდის არის სწორი დრო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა ოსლოში, ნატო-ს მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა, ალიანსი მადლიერია იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც აშშ ახორციელებს კავშირის გასაძლიერებლად.

„ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი, მაგრამ პირველ რიგში მადლობა თქვენი წვლილისთვის და ყველაფრისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს ტრანსატლანტიკური კავშირის გასაძლიერებლად და უკრაინის მხარდასაჭერად. ამ შეხვედრაზეც ჩვენი უკრაინისადმი მხარდაჭერა განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება, ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ უკრაინის ნატო-ში წევრობის მისწრაფებას. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ნატო-ს ყველა წევრი თანხმდება, რომ ნატო-ს კარი ღიაა, როგორც ამის დემონსტრირება მოვახერხეთ ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში. ყველა წევრი თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი და ყველა თანხმდება, რომ ალიანსის წევრების და უკრაინის გადასაწყვეტია, როდის არის სწორი დრო. მოსკოვის გადასაწყვეტი არ არის, ნატო-ს გაფართოება. ასევე, ვაცნობიერებთ, რომ ყველაზე სასწრაფო ამოცანა ახლა არის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და ამის შემდეგ, როცა ევროპაში გვეყოლება დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინა, შეიძლება, ამ საკითხზე მსჯელობა და ეს მოხდება როცა ომი დასრულდება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ალიანსი ორიენტირებულია, დაეხმაროს უკრაინას.

„ჩვენ ინტენსიურად ვართ ორიენტირებული, რომ განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა. ასევე, მნიშვნელოვანია განვაგრძოთ ახალი წევრების ალიანსში გაწევრიანების პროცესი, როგორიცაა შვედეთი. ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ვილნიუსის სამიტზე დღის წესრიგში იქნება რამდენიმე კვირა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ალიანსი არის სრულად ერთიანი ლიდერთა სამიტამდე, მე ვამჩნევ, რომ ეს ასე იქნება. ერთ-ერთი ნაწილი წელიწადნახევრის განმავლობაში იყო ნატო-ს ალიანსის არაჩვეულებრივი ერთიანობა, სოლიდარობა. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმ წარმატებისა, რომელიც უკრაინას ჰქონდა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ პირველივე დღიდან განვაცხადეთ, რას ვიზამდით უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებაში. რუსეთზე ზეწოლის და ჩვენი ალიანსის სიძლიერის თვალსაზრისით. ჩვენ გავაკეთეთ ის რაც ვთქვით. ჩვენ განვაგრძობთ ამის კეთებას. ეს შეხვედრა და ვილნიუსის სამიტი იქნება კრიტიკული შემდეგი ნაბიჯები ამ მიმდინარე ძალისხმევაში“, – განაცხადა ბლინკენმა.