ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია, გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას – მარკ რუტე

28
spot_img

უკრაინისადმი ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია, გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უკრაინულ ქალაქ ოდესაში ვიზიტის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“დღეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ოდესას ვეწვიე.

უკრაინელმა ხალხმა ძალიან ბევრს გაუძლო – მათ შორის კვირას რუსეთის თავდასხმას სუმზე. ნატოს მხარდაჭერა ურყევია. გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა შეძლოს თავდაცვა დღეს და სამომავლო აგრესიის შეკავება, რაც უზრუნველყოფს სამართლიან და მყარ მშვიდობას,” – წერს რუტე.