რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრ გრუშკოს განცხადებით, ისეთი მასშტაბური წვრთნები, როგორიცაა NATO-ს Steadfast Defender 2024, სამხედრო ინციდენტების რისკს ზრდის. თუმცა, გრუშკო RIA Novosti-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რო რუსეთს ასეთი წვრთნები არ აშინებს.
„ამ მასშტაბის ნებისმიერი ღონისძიება ზრდის სამხედრო ინციდენტების რისკს, თუმცა ევროპის უსაფრთხოების ინტერესები დღეს ნაკლებად აღელვებთ მათ, ვინც NATO-ს მართავს. მათთვის მთავარია, არსებობა გაუხანგრძლივონ ამერიკული გავლენის ამ ინსტრუმენტს უკვე წაგებულ ბრძოლაში, რათა მსოფლიოში დასავლური ჰეგემონია შეინარჩუნონ“, – აცხადებს რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე.
როგორც ალექსანდრ გრუშკოს ამბობს, „პროვოკაციულ დემონსტრაციებს“ არ შეუძლიათ რუსეთის დაშინება, ვინაიდან „რუსეთს აქვს ყველაფერი, რაც თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო“.