ნატოს წევრი და პარტნიორები ქვეყნების მონაწილეობით ბალტიის ზღვარში მსხვილი სამხედრო წვრთნები გაიმართება, რომელშიც 30-მდე გემი და 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაურმა, იან კრისტიან კააკმა განაცხადა.
მისივე თქმით, წვრთნების მიზანი რუსეთის შესაძლო თავდასხმაზე რეაგირება იქნება.
„საიმედო შეკავება ასევე უნდა შეიცავდეს თავდასხმის შესაძლებლობას“, – აცხადებს იან კრისტიან კააკი.
ორკვირიანი წვრთნები „ჩრდილოეთ სანაპირო“ 9 სექტემბერს დაიწყება. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ბალტიის ზღვაზე განლაგებული ნატოს წევრი ქვეყნები, ასევე ამერიკელი, კანადელი, ნიდერლანდელი, ბელგიელი და ფრანგი სამხედროები. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს შვედეთიც, რომელიც ალიანსს უახლოეს მომავალში უნდა შეუერთდეს.