
ნებისმიერი მტკიცება, ნარატივი იმის თაობაზე, რომ თითქოსდა საქართველომ კარი გაუღო სხვადასხვა სახელმწიფოთა მოქალაქეების აბსოლუტურად უკონტროლო შემოსვლას, არის უბრალოდ მტკნარი სიცრუე, – განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, „ამ ამბავს, ტრადიციულად უკვე, აჰყვა რადიკალური ოპოზიციის თანამზრახველი ჯო უილსონი“.
„ნებისმიერი მტკიცება, ნარატივი იმის თაობაზე, რომ თითქოსდა საქართველომ კარი გაუღო სხვადასხვა სახელმწიფოთა მოქალაქეების აბსოლუტურად უკონტროლო შემოსვლას და ეს თავის მხრივ, არის გარკვეულ საფრთხეებთან დაკავშირებული, არის უბრალოდ მტკნარი სიცრუე.
ამ ამბავს, ტრადიციულად უკვე, აჰყვა რადიკალური ოპოზიციის თანამზრახველი, შეიძლება ასე ვთქვათ, ჯო უილსონი, რომელმაც პოსტი მიუძღვნა ამ ამბავსაც. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად, როგორც ჩანს ბატონ უილსონს მოსწონს ლამის ის, რომ ან აბრიყვებენ, ან საკუთარ თავს იბრიყვებს ვინაიდან ის არ არის დაინტერესებული, რომ ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინოს შესაბამისი რეაგირება თუ მას მაინცდამაინც ამის სურვილი გააჩნია ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
სხვადასხვა მედია-საშუალებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს, 17 აპრილის დადგენილებით 17 ქვეყნის მოქალაქე ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლას შეძლებს, ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ეხმიანება.
აღნიშნულ საკითზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტაციით, მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს 2025 წლის 17 აპრილს მიღებული ცვლილებები ამარტივებს საქართველოს საზღვარზე შემოსვლას რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყება აცხადებს, რომ ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და ემსახურება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.