მუნიციპალიტეტები არაფერს არ აკეთებენ ხალხის უსაფრთხოებისთვის – ანა დოლიძე

9
spot_img

პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე 16 წლის მოზარდის მდინარე ლიახვში დახრჩობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წერს, მან და მისმა გუნდის წევრებმა 2018 წელს დაიწყეს კამპანია “იცურე მშვიდად”, რომელიც წყლის ობიექტებზე სიკვდილიანობის შემცირებას ისახავდა მიზნად, თუმცა, ანა დოლიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტები საზოგადოების უსაფრთხოებისთვის არაფერს აკეთებდნენ.

„მორიგი უმძიმესი ტრაგედია. ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობაა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოს უსაფრთხო გარემოს შექმნა. ჯერ კიდევ 2018 წელს, როდესაც დავიწყეთ კამპანია “იცურე მშვიდად”, რომელიც მიზნად ისახავდა წყლის ობიექტებზე სიკვდილიანობის შემცირებას, შევიმუშავეთ რეკომენდაციები და წარვუდგინეთ ადგილობრივ თვითმმართველობებს. თუმცა, მუნიციპალიტეტები არაფერს არ აკეთებენ ელემენტარულად ხალხის უსაფრთხოებისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ზომები უნდა მიეღო თედოწმინდაში მერის წარმომადგენელს – დავით ავაზნელს.

ვუსამძიმრებ ოჯახს ამ უმძიმეს ტრაგედიას”, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.