“მწუხარებაა, ფასი რომელსაც სიყვარულში ვიხდით”- ქეთევან ქარდავა

185
spot_img

🖤”მწუხარება არის ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით სიყვარულში. ეს პატარა ლუკაა. ნაადრევად მაღლა, ძალიან მაღლა ღრუბლებში, უსასრულობაში გაფრენილი ანგელოზი, რომელმაც ძალიან ცოტა რამ მოასწრო. ლუკას მამა 4 დღე ელოდა. მამის ჯერ იმედიანმა და მოგვიანებით უკვე გაყინულმა, ფერდაკარგულმა, გადაფითრებულმა სახემ ყველა შეგვძრა. თანაგრძნობით აგვავსო, ყველა სხვა სატკივარი, დარდი დაგვავიწყა და დაგვაფიქრა მთავარზე. ჩვენც მასთან ერთად დავიწყეთ ლუკას, მისი დედის თუ და-ძმის მოძიება.

📌 ლუკას მამის ადგილზე საკუთარი თავის წარმოდგენამ გაგვაშეშა და ცრემლი გაგვიშრო. ყველამ ვიცით, რომ სიცოცხლისთვის ბრძოლაში ყოველი წამი გადამწყვეტია და საათების/ დღეების გასვლასთან ერთად დაკარგულების ცოცხლად გამოყვანის შანსი იკლებს და ახლა მინიმალურია. მიუხედავად რეალობისა, ყველა და უპირველესად ლუკას მამა იტოვებდა უფლებას ეყურებინა უსასრულობაში,24 საათის განმავლობაში ტალახით ამოვსებული ხეობის წინ მდგარიყო და ეფიქრა სასწაულზე. სასწაულზე, რომელიც შვილთან , შვილებთან, მეუღლესთან ჩახუტების საშუალებას მისცემდა. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ სიკვდილთან, სიცარიელესთან და შენი სხეულის/გულის/ ფიქრის ყველაზე დიდ ნაწილთან განშორება, სამუდამოდ დაკარგვასთან ასოცირება ურთულესია.პატარა ლუკა დიდ სტიქიას ვერ გაუმკლავდა და დამარცხდა…

📌ყველაზე დიდი ტკივილი ლუკას დიდი ოჯახისთვის, რომელიც მის და-ძმას და დედას ეძებს. ვუსამძიმრებ ლუკას მშობელს, უცნობ და 3 აგვისტოს შემდეგ მთელი საქართველოსთვის ცნობილ მამას, რომელსაც აგვისტოს შავმა ხუთშაბათმა წაართვა მოციმციმე ვარსკვლავი.

📌🖤 მწუხარებაა, ფასი რომელსაც სიყვარულში ვიხდით”.

✅ სოციალური ქსელი – ჟურნალისტი, ქეთევან ქარდავა©

https://www.facebook.com/ketevan.kardava/posts/pfbid03sCQSDbTD86wuQcNJyUGAJw1cx9L7jZLPpjfrySbG8eSKCzZDXp3z9rZ8ET5WTrGl