საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1988 წელს დაბადებული გ.ფ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თვისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გ.ფ. მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა 1971 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს და გარკვეული ოდენობის თანხა მოსთხოვა. დასახელებული თანხის გადაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში კი მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. პოლიციამ გ.ფ. ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.