მთიანი ყარაბაღი 74 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაგდასარიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
“ამ მომენტისთვის მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 74 400 იძულებით გადაადგილებული პირი შემოვიდა”, – განაცხადა ბაგდასარიანმა.
ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით მთიან ყარაბაღში დაახლოებით 120 ათასი სომეხი ცხოვრობდა. სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის მახლობლად, დასახლებულ პუნქტს კორნიდზორში ჰუმანიტარული ცენტრია შექმნილი.