ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთების შეტანას მიესალმება.
„როგორც იქნა, მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხები ჰუმანიტარულ ტვირთს მიიღებენ. მივესალმებით ჰუმანიტარული ტვირთების ერთდროულ გავლას ლაჩინისა და აღდამის მიმართულებით. ამან რეგულარული ხასიათი უნდა მიიღოს.
ასევე მნიშვნელოვანია, გაიმართოს მოლაპარაკებები ბაქოსა და მთიან ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს შორის მათი უფლებებისა და უსაფრთხოების შესახებ. ევროკავშირი მზადაა ამას მხარი დაუჭიროს“, – წერს შარლ მიშელი.
მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წითელი ჯვრის ჰუმანიტარულ მისიას მთიან ყარაბაღში ფქვილისა და მედიკამენტების შეტანის უფლება მიეცა.