![ksd](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2025/02/ksd.png)
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დილის 8 საათიდან განახლდა.
კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი. საბურთალოზე ამ დროისთვის 65 % ჩართულია.
„კომპანიის მთელი რესურსი სრულად მიმართულია გაზმომარაგების აღდგენის სამუშაოებზე. ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი. საბურთალოზე ამ დროისთვის 65 % ჩართულია. გაზმომარაგების აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. განახლებებს პერიოდულად მოგაწვდით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.