რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შემდეგ თბილისში ჩამოფრენილი პირველ თვითმფრინავით საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წევრი ვალერი კვარაცხელია ჩამოფრინდა და მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას „მიესალმება“.
„მინდა მივულოცო ქართველ ხალხს, რომ გაუქმებულია ფრენების აკრძალვა და დაწესებულია უვიზო რეჟიმი. მთელი ქართველი ხალხი ამას მიესალმება, ვისაც უნდა გაფრინდება, ვისაც უნდა არ გაფრინდება. გარეთ მიმდინარეობს დაფინანსებული აქცია. ეს მიგვიყვანს, ერთი მხრივ, ეკონომიკურ გაჯანსაღებამდე, მეორე მხრივ, ტერიტორიულ გამთლიანებამდე და, მესამე მხრივ, ყველა იმ პრობლემების მოგვარებამდე, რომელიც აქამდე იყო 2 ქვეყანას შორის“, – განაცხადა კვარაცხელიამ.