მთავრობის ადმინისტრაციასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

9
spot_img

მთავრობის ადმინისტრაციასთან “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილი არიან ჟურნალისტები, მზია ამაღლობელის თანამოაზრეები და მისი მხარდამჭერები. მათ მთავრობის სახლთან მზიას გამოსახულებით არაერთი ბანერი აქვთ მოტანილი.

დემონსტრანტები მზია ამაღლობელისა და სხვა პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც პოლიციამ აქციების პერიოდში დააკავა.

აქციის მონაწილეები მოგვიანებით პარლამენტის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობით აპირებენ გადანაცვლებას.

მზია ამაღლობელი უკვე 27-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს