4 ივლისს იუსტიციის სამინისტროს ბრიფინგზე, მინისტრმა რატი ბრეგაძემ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
„მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოებული საკმაოდ ხანგრძლივი თვითდაზიანება, მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამით სასჯელის გადავადებას, ან განთავისუფლებას. თუმცა საზოგადოებამ იხილა, რომ ტყუილზე დაფუძნებული მოკლე ნაბიჯები მალე დასრულდა“ – განაცხადა მინისტრმა ბრიფინზე.
მინისტრის მტკიცებით ისინი გამუდმებით მოუწოდებენ სააკაშვილს მიიღოს ექიმებისგან შესაბამისი დახმარება და საკვები. როგორც მან აღნიშნა. სააკაშვილი ახლაც სრულად არ ემორჩილება მკურნალობის კურსს და არ იღებს ექიმების მიერ რეკომენდებულ საკვებს.
ცნობისთვის, 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სააკაშვილის დისტანციურად ჩართვის შემდგომ, ექსპრეზიდენტის მდგომარეობის ხილვის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების მისამართით, კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების, ისე ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან.