,,მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა”  – პრემიერი

19
spot_img

მშვიდობა არის მთავარი, რისთვის უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ხალხს, საკუთარი ხალხის ინტერესებსა და სხვა ხალხების ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. 

„რაც შეეხება საგარეო-პოლიტიკურ კონტექსტს ვიტყვი, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონში მოვლენების განვითარებაზე. გლობალურად პოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და მშვიდობა არის მთავარი, რისთვის უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ხალხს, საკუთარი ხალხის ინტერესებს და სხვა ხალხების ინტერესებს. მე მინდა, უკრაინას ვუსურვო მშვიდობა. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვუმასპინძლეთ უკრაინელს ბავშვებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ჩამოსული იყვნენ საქართველოში, მიეცათ აქ დროის გატარების, დასვენების საშუალება და ამ ბავშვებს სჭირდებათ მშვიდობა. მე ძალიან დიდი იმედ მინდა, გამოვთქვა, რომ ძალიან მალე უკრაინაში ჩვენს მეგობარ ქვეყანაში დამყარდება მშვიდობა.

ასევე გლობალური მოვლენების განვითარება ვფიქრობ, მალე მოგვცემს ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვის საშუალებას ჩვენს მთავარ პარტნიორებთან. ეს არის აშშ, ევროკავშირი და მჯერა, რომ ეს ყველაფერი მოხდება ძალიან მალე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.