„მშვიდობა ძალიან დიდი ფასეულობაა და ამისთვის ძალიან დიდი პოლიტიკური საფასურია გადახდილი”- მეგრელიშვილი

86
spot_img

„მშვიდობა ძალიან დიდი ფასეულობაა და ამისთვის ძალიან დიდი პოლიტიკური საფასურია გადახდილი. ეს არ არის შემთხვევითი, მაშინ როცა, შინ და გარეთ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ძალა გებრძვის.“, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დესტრუქციული ოპოზიციის აბსოლუტურად ყველა ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ ქართულ სახელმწიფოში დესტაბილიზაცია განვითარდეს, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ.

„ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით პოლიტიკური დაკვეთა ნამდვილად უპირატესია ამ შემთხვევაში, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, პარტიკულარული ინტერესების მქონე პარტიაა, რომელიც დღენიადაგ ანტისახელმწიფოებრივ, არაქართულ პოლიტიკას ეწევა და ძალა, რომელიც მისი არსებობის მანძილზე აუპატიურებდა ქართველ კაცს, კლავდა და ქონებას ართმევდა, ცდილობს და ყველაფერს აკეთებს შინ თუ გარეთ, რომ ამ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და ომი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დიახ, მადლიერი ვარ ჩემი პრემიერის, სახელისუფლებო გუნდის, რომელთაც ძალიან პრაგმატული, სწორი პოლიტიკით დღემდე მშვიდობიანად მოგვიყვანა.

მშვიდობა ძალიან დიდი ფასეულობაა და ამისთვის ძალიან დიდი პოლიტიკური საფასურია გადახდილი. ეს არ არის შემთხვევითი, მაშინ როცა, შინ და გარეთ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ძალა გებრძვის. დესტრუქციული ოპოზიციის აბსოლუტურად ყველა ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ ქართულ სახელმწიფოში დესტაბილიზაცია განვითარდეს, აღარ იყოს ღირსეული სახელმწიფო და ღირსებადაკარგულს მშვიდობაც დააკარგვინონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ, გამორიცხულია.

კონსერვატიული შეკრება, სადაც მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დაარსდა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან იქ ის ხალხი შეიკრიბა, რომელთაც მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება სურთ. მადლიერი ვარ ამ ადამიანების, რომ ასეთი გაერთიანება ჩამოყალიბდა. მათი მიზანია, გვყავდეს აქტიური მოქალაქეები, რომლებიც გასაქანს აღარ მისცემენ რადიკალურ ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებების განხორციელებისთვის, რომელშიც მილიონობით დოლარი იხარჯება“, – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.