მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ხელი შეუწყოს შურისძიების სპირალის დასრულებას, რამაც ახლო აღმოსავლეთი, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდ ომში ჩაძიროს – რომის პაპი

6
spot_img

რომის პაპმა ფრანცისკემ მხარეებს ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

“ხვალ ერთი წელი შესრულდება ისრაელში ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმიდან, რომელთა მიმართაც მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ღაზაში ჯერ კიდევ ბევრი მძევალია, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“, – განაცხადა რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოადანზე, სადაც ათასობით მორწმუნეს მიმართა.

მისი თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ ახლო აღმოსავლეთი სულ უფრო და უფრო დიდ ტანჯვაში ეფლობა, რომელიც, ძირითადად, უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეებს აზარალებს.

მისი თქმით, ცეცლი ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

„მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ხელი შეუწყოს შურისძიების სპირალის დასრულებას და სხვა თავდასხმების შეწყვეტას, როგორიც ირანის მიერ რამდენიმე დღის წინ განხორციელდა, რამაც რეგიონი, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდ ომში ჩაძიროს. ყველა ერს აქვს მშვიდობასა და უსაფრთხოებაში არსებობის უფლება და მათ ტერიტორიებზე არ უნდა მოხდეს თავდასხმა ან შეჭრა; სუვერენიტეტის პატივისცემა და უზრუნველყოფა დიალოგითა და მშვიდობით უნდა მოხდეს და არა სიძულვილითა და ომით“, – აღნიშნა რომის პაპმა.