“მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, სასწრაფოდ მიიღეთ შესაბამისი ზომები, დანიშნეთ სპეციალური რეისები, რომ ისრაელიდან ქართველების ევაკუაცია მოხდეს”

126
spot_img

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მთავრობას მოუწოდებს, დანიშნოს სპეციალური ავიარეისები, რათა ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია მოხდეს.

ვაშაძის განცხადებით, ისრაელში საომარი მოქმედებების ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ სამშობლოში დაბრუნება, ამისთვის კი საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რაც არის დანაშაული.

„ეს არის პირდაპირ ქართველი ხალხის გაწირვა ხელისუფლების მხრიდან. მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას” და საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ მიიღეთ შესაბამისი ზომები, დანიშნეთ სპეციალური რეისები, რომ მოხდეს ქართველების ევაკუაცია და სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება. ეს თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.