მოუწოდე სამღვდელოებას, ჯვრებითა და ხატებით ხელში დადგნენ პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის, – მე-10 დღეა, რაც უფალს ვცდით-სიმონ მასხარაშვილი პატრიარქს მიმართავს

8
spot_img

ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მიმართავს:

“უწმიდესო და უნეტარესო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსო და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტო შენი უცოდვილესი შვილი სიმონ მასხარაშვილი ქედმოხრილი მოგმართავ მამას :

მოუწოდე სამღვდელოებას, რომ ჯვრებითა და ხატებით ხელში დადგნენ პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის, რათა აღარ მოხდეს მათ შორის შეტაკება! მე-10 დღეა, რაც უფალს ვცდით. ყველაზე უკეთ უწყით, რომ ეგ დაუშვებელია! საქართველოს მამამთავარი ხარ პატრიარქო და შენს შვილთა შორის შუღლისა და ქიშპის აღკვეთა შენი უპირველესი მამობრივი ვალია!

მიყვარხარ!

გევედრები!” წერს სიმონ მასხარაშვილი.