ეს არ არის მარტო ორმაგი სტანდარტი. ეს არის საკუთარი ქვეყნის პირდაპირი მტრობა, – ასე აფასებს რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიდგომას რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილებით, ქართველებისთვის არაფერი შეცვლილა.
„რუსეთი მანამდეც ოკუპანტი იყო და ახლაც ოკუპანტია. მანამდეც წართმეული იყო ჩვენი ქვეყნის 20% და ოკუპაცია დღესაც რჩება. შესაბამისად, ეს მოცემულობა ჩვენთვის უცვლელი იყო და ამ ადამიანების რიტორიკა რომ არის შეცვლილი, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და დღეს, ეს ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ ეს ადამიანები სინამდვილეში არა მარტო ყალბი ბუნებით გამოირჩევიან, არამედ არ უყვართ საკუთარი ქვეყანა, უნდათ აქ არეულობა და ამისთვის ყველაფრისთვის მზად არიან“, – მიიჩნევს იონათამიშვილი.
რა განცხადებებს აკეთებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდაჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსეთთან ურთიერთობების შესახებ, ნახეთ „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟში.