მოსამართლეთა საერთაშორისო სანქცირება მტკიცებულებებს ეფუძნება, ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა, უნდა ჩაატარონ გამოძიება იმ კითხვებზე, რაც მოსამართლეების მიმართ არსებობს -ლევან ბეჟაშვილი

18
spot_img

მოსამართლეთა საერთაშორისო სანქცირება კონკრეტულ მტკიცებულებებს ეფუძნება. ამ შემთხვევაში ბურთი არის „ქართული ოცნების“ მოედანზე, მათ უნდა ჩაატარონ გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიება იმ კითხვებზე, რაც მოსამართლეების მიმართ არსებობს, – ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, მოსამართლეების საერთაშორისო სანქცირება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„„ქართულმა ოცნებამ“ ობიექტური, სამართლიანი გამოძიება ჩაატარა, როცა, სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში 5 მილიონის საჩუქარი მიიღეს მოსამართლეებმა? რომელიმე მოსამართლის საქმე გამოიძიეს? ვიდრე ასეთ მოთხოვნებს დააყენებენ, მანამდე ობიექტური გამოძიება წარმართონ და კითხვებს პასუხები გასცენ. მოსამართლეთა საერთაშორისო სანქცირება კონკრეტულ მტკიცებულებებს ეფუძნება. ამ შემთხვევაში ბურთი არის “ქართული ოცნების” მოედანზე, მათ უნდა ჩაატარონ გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიება იმ კითხვებზე, რაც მოსამართლეების მიმართ არსებობს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.