მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მხარეებისთვის გადასაცემად 14 სამუშაო დღე აიღო.
როგორც ადვოკატი, თათია მანიჟაშვილი აცხადებს, მიზეზად მოსამართლემ საქმეში არსებული მრავალი ტომი დაასახელა.
ამასთან, აღნიშნა, რომ 14-დღიანი ვადის ათვლა, 12 აპრილიდან დაიწყო.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კი აღნიშნა, რომ ის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.