მონტენეგროში მასობრივ სროლას 10 ადამიანი ემსხვერპლა

65
spot_img

მონტენეგროს სამხრეთ ნაწილში შეიარაღებულმა პირმა 10 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, მოკლა, – ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სროლა რესტორანში სტუმრებს შორის სიტყვიერი კამათის შემდეგ მოხდა. დაღუპულია თავდამსხმელიც – 45 წლის მამაკაცი, ალექსანდრე მარტინოვიჩი.

შინაგან საქმეთა მინისტრის, დანილო სარანოვიჩის თქმით, შეიარაღებულმა მამაკაცმა საკუთარი ოჯახის წევრები, რესტორნის მფლობელი და მისი ორი შვილი მოკლა.

მონტენეგროს მთავრობამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.