,,მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება უკრაინაში ომის დასასრულებლად”-მარკო რუბიო

3
spot_img

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მომავალი კვირა გადამწყვეტი იქნება უკრაინაში ომის დასასრულებლად.

მისი თქმით, აშშ მომავალ კვირაში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში, მხარეთა პროგრესს შეაფასებს და გადაწყვეტს, სურს თუ არა სამშვიდობო პროცესში მონაწილეობის გაგრძელება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ უკრაინა და რუსეთი უფრო ახლოს არიან სამშვიდობო შეთანხმებასთან, ვიდრე ეს იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში.

მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმება უახლოეს მომავალში უნდა გაფორმდეს.

„ვფიქრობ, ეს ძალიან კრიტიკული კვირა იქნება. ეს კვირა მართლაც მნიშვნელოვანი კვირა იქნება და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ ომში მონაწილეობას, თუ დროა ყურადღება გავამახვილოთ სხვა საკითხებზე.

მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს მოხდეს, არსებობს ოპტიმიზმის მიზეზები, მაგრამ ამავდროულად არის მიზეზები, რომ ვიყოთ რეალისტები. ჩვენ ახლოს ვართ, მაგრამ არა საკმარისად ახლოს“, – აცხადებს რუბიო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმებები „უნდა იყოს დაფუძნებული არა ნდობაზე, არამედ ფაქტებსა და გარანტიებზე“.