მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს

12
spot_img

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებების შემდეგ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, განცხადების თანახმად, საქართველოს ელჩის დავით ბოჭორიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.

“მოლდოვურმა მხარემ ღრმა უკმაყოფილება გამოხატა დამახინჯებული და არასათანადო მანერის გამო, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თავის საჯარო გამოსვლაში ეხება მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისა და ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესის თემას”, – ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, 7 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დარღვევებზე საუბრისას განაცხადა, რომ “თუ სადმე იყო პრობლემები არჩევნებზე, ეს იყო მოლდოვაში”.