მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ ევროპისკენ – ეს არის „ქართული ოცნების“ სლოგანი, რომელიც განმტკიცებულია 12-წლიანი საქმიანობით, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ ევროპისკენ – ეს არის „ქართული ოცნების“ სლოგანი, რომელიც განმტკიცებულია 12-წლიანი საქმიანობით. ეს აუცილებლად, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერით, ყველას ერთად, ჩვენს ქვეყანას მიგვიყვანს 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისკენ“, – აღნიშნა მიქანაძემ.
გუშინ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.