მხოლოდ ღმერთმა შეუშალა ხელი იმას, რომ წარმოუდგენელი რამ მომხდარიყო – ჩვენ არ შევშინდებით, მტკიცენი დავრჩებით უკეთურების წინაშე – დონალდ ტრამპი

18
spot_img

დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს „ფიქრებისა და ლოცვებისთვის“ მადლობას უხდის.

“მხოლოდ ღმერთმა შეუშალა ხელი იმას, რომ წარმოუდგენელი რამ მომდარიყო. ჩვენ არ შევშინდებით, არამედ მტკიცენი დავრჩებით რწმენაში და ქედმოუდრეკელნი უკეთურების წინაშე”, – წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი თქმითმ ახლა ერთიანობა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

“მე ნამდვილად მიყვარს ჩვენი ქვეყანა და მიყვარხართ თქვენ ყველანი და მოუთმენლად ველი ჩვენს დიდ ერთან საუბარს ამ კვირაში ვისკონსინიდან“, – აცხადებს ტრამპი.

დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.