მივმართავ კონგრესმენებს, ჩვენ თქვენთან პარტნიორობაში უანგაროდ ვართ და ეს ხალხი ვინ არის? – ოდიშარია

17
spot_img

მივმართავ კონგრესმენებს, ჩვენ თქვენს საქმეს ვაკეთებთ და ჩვენ დაგვიჭირეთ მხარი, ჩვენ ვართ თქვენთან პარტნიორობაში უანგაროდ და ეს ხალხი ვინ არის? დარწმუნებული ხართ, რომ ზუსტად იმაში ხარჯავენ ფულს, როგორც ასათაურებენ? ისინი აბსოლუტურად სხვა საქმიანობას ეწევიან, რომელიც ვნებს ჩვენს ურთიერთობას, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ „დღის ქრონიკაში“ გამჭვირვალობის კანონსა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე საუბრისას.

ბექა ოდიშარიას განცხადებით, საქართველო ყველა დონორის მადლიერია.

„ჩვენ ვერჩით მათ ქვეკონტრაქტორ „ენჯეოებს“, რომლებიც ვხედავთ, რომ ფულს სულ სხვა კეთილშობილურ განზრახვებში იღებენ და პროექტებს სხვა სათაურები აქვს, სინამდვილეში ამ ფულს იყენებენ რევოლუციური, დესტრუქციული და იმ მიმართულებით, სადაც შეიძლება საქართველო დაზიანდეს“, – განაცხადა ოდიშარიამ.

მისი შეფასებით, გარკვეულ კატეგორიას გამჭვირვალობის კანონის „გავარდნილი თოფივით“ ეშინია.

„არიან დონორი ორგანიზაციები, თუ არ ვცდები, რომლებიც დარეგისტრირდნენ წყნარად, მშვიდად და მათ არ აქვთ წუხილები. უნიკალური ქვეყანა ვართ, სადაც ორგანიზაციას ჰქვია „გამჭვირვალობა“ და გამჭვირვალობის კანონის მოქმედების წინააღმდეგ ავანგარდში დგას. ამ ხალხს აქვს ანგარებითი ინტერესი. მივმართავ კონგრესმენებს, ჩვენ თქვენს საქმეს ვაკეთებთ და ჩვენ დაგვიჭირეთ მხარი, ჩვენ თქვენთან პარტნიორობაში უანგაროდ ვართ და ეს ხალხი ვინ არის? აბა, ნახეთ, იმ დახმარებიდან ესენი რამდენ ფულს იღებენ და დარწმუნებული ხართ, რომ ზუსტად იმაში ხარჯავენ, როგორც ასათაურებენ? ისინი აბსოლუტურად სხვა საქმიანობას ეწევიან, რომელიც ვნებს ჩვენს ურთიერთობას. ჩვენ კი განწყობილნი ვართ, რომ ეს ჩვენი სტრატეგიული, ამდენი წლის პარტნიორობა წყალში არ გადავყაროთ. პირიქით, როგორც პრემიერმა კობახიძემ ბრძანა, გადავტვირთოთ შეძლებისდაგვარად და გავაგრძელოთ სვლა იმისთვის, რომ საქართველო ამ თავის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში იყოს წარმატებული“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.