ჩვენ მივემართებით კასპში, რადგან პოლიტიკური ეპიცენტრი ახლა არის სწორედ იქ და არ ვაპირებთ, მოვუსმინოთ რუს პრემიერს, რომელიც მორიგ ჯერზე ვამხილეთ ქვეყნის ღალატში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, „რუსული ოცნების“ მხრიდან ორგანიზებული ბიუროკრატიული ბანდიტები იყვნენ მიქსეული პენსიონერებთან და ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩაშალონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის და ლიდერების შეხვედრა პენსიონერებთან.
„ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შს მინისტრისგან, რომ აღდგეს კანონიერება, დაისაჯონ მოძალადეები და აღკვეთონ უკანონობა. ჩვენც მივემართებით კასპში, რადგან პოლიტიკური ეპიცენტრი ახლა არის სწორედ იქ და არ ვაპირებთ, მოვუსმინოთ რუს პრემიერს, რომელიც მორიგ ჯერზე ვამხილეთ ქვეყნის ღალატში. ის და ივანიშვილის ბანდიტოკრატიული რეჟიმი ართმევს ჩვენს ქვეყანას ევროპულ მიმავალს, ხოლო ჩვენი ქვეყნის ერთადერთი ეროვნული ინტერესი არის დღეს ევროპული ინტერესი. ჩვენი ქვეყნის ერთადერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომ არ ემსახურებოდეს დღეს ჩვენი ხელისუფლება რუსულ საქმეს, იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, მაგრამ ქვეყნის ევროპული მომავლის ნგრევისთვის ყველაფერს აკეთებს რუსი ღარიბაშვილი და ივანიშვილის რუსული რეჟიმი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.