,,მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები პერსონალურია, ყველა ვზიანდებით”- მიხეილ დაუშვილი 

18
spot_img

დღეს ადამიანები, ვინც ჩვენს ქვეყანას აზიანებს და უდიდეს რისკებს უქმნის, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მეგობრისგან არიან დასანქცირებული, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

დაუშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები, წერტილოვანი და პერსონალურია, საბოლოო ჯამში, თავისი გადაცემის ეფექტი აქვს, რითაც ყველა ზიანდება.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დღეს მთავარი პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებაზე” და მის მესვეურებზეა, რომ გონს მოეგონ და მიიღონ გადაწყვეტილებები, რომ ქვეყანა აღარ დააზიანონ.

“ყოველთვის ვამბობდით, რომ პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული იქნებოდა. რეალობაც ეს არის, დღეს ადამიანები, ვინც ჩვენს ქვეყანას აზიანებს და უდიდეს რისკებს უქმნის, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მეგობრისგან არიან დასანქცირებული. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ეს სანქციები მიუხედავად იმისა, რომ წერტილოვანი და პერსონალურია, საბოლოო ჯამში, თავისი გადაცემის ეფექტი აქვს, რითაც ჩვენ ყველა ვზიანდებით. რეალობა არის ის, რომ კონკრეტული ადამიანები, ვინც დღეს “ოცნების” მესვეურები არიან, ამოფარებული არიან სახელმწიფოს და ფაქტობრივად თავიანთ ქონებას, თავს და კორუფციით თუ სხვა გზით მოპოვებულ ქონებას ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე იცავენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მათთვის ამის უფლება არავის მიუცია, ამიტომ ჯერ კიდევ არსებობს დრო და შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანები გონს მოეგონ და თავი დაანებონ ამ ქვეყნის დაზიანებას. ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. უნდა გვესმოდეს, რომ სხვაგვარად, სამწუხაროდ, ეს პროცესი ვერ გაჩერდება. დღეს მთავარი პასუხისმგებლობა “ოცნებაზე” და “ოცნების” მესვეურებზეა, რომ გონს მოეგონ და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომ ეს ქვეყანა აღარ დააზიანონ”, – აღნიშნა ‘მიხეილ დაუშვილმა.