,,მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ”- ლევან მაჭავარიანი

6
spot_img

შტაბში დილიდან თათბირი ჩატარდა, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ, – განუცხადა თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.

ჟურნალისტებმა მას ოპოზიციის დღევანდელ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„ჩვენ მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს. ახლა ვიმყოფებით თბილისის საარჩევნო შტაბში და მიდის ოცდაოთხსაათიანი მუშაობა. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ აუცილებლად პირველ ტურში უნდა დავასრულოთ ეს არჩევნები და ასეც მოხდება. „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი, თუმცა ვატყობთ, რომ ხელოვნური აჟიოტაჟის და დაძაბულობის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ „ტიტუშკებს“ და ამან უკვე სისტემური ხასიათი მიიღო. გუშინ ვნახეთ როგორ მოვიდნენ მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო სამუშაოები მიმდინარეობდა და ხელს გვიშლიდნენ. ყვიროდნენ, ნივთებს ესროდნენ შენობას, ეს არის წინასაარჩევნო გარემოში უხეში ჩარევა.

მისასალმებელია შსს-ის ის განცხადება, რომ გამოძიება სწორედ ამ მუხლითაც არის დაწყებული, ვინაიდან არჩევნები მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს. ეს არ შედის რადიკალური ოპოზიციის გეგმებში, რადგან წინასწარ იციან, თუ როგორი მარცხისთვის არიან განწირულები და სურთ, რომ ფიზიკურად ვერ მივიდეს სიტუაცია არჩევნების დღემდე, ვინაიდან ლუსტრირება მოხდება მათი რეიტინგის და ყველა დაინახავს რამხელა სხვაობით გაანადგურებს „ქართული ოცნება“ მათ. მეათე საიუბილეო გამარჯვებას ვიზეიმებთ უზარმაზარი სხვაობით. არა მხოლოდ მე, ჩემი თანაგუნდელებიც სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, პარტიის წარმომადგენლებს, თუმცა ძალიან რთულია ისეთი შეურაცხყოფის ატანა, როგორიც გუშინ ვიხილეთ. შტაბში დილიდან თათბირი ჩატარდა, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.